სოზარ სუბარს გირგვლიანის საქმეზე პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ამიტომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია

სოზარ სუბარს გირგვლიანის საქმეზე პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, ამიტომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია

სუბარს გირგვლიანის საქმეზე პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გირგვლიანის საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა.

ნადარეიშვილის განცხადებით, სოზარ სუბარი საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელსაც დეტალური ინფორმაციები აქვს საქმეზე, სადაც სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება.

„მოგეხსენებათ, რომ სოზარ სუბარი იმ დროს იყო სახალხო დამცველი. სწორედ ეს არის პირველი პირი, რომლის ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირდა გირგვლიანის საქმეზე, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ისე არასრულფასოვანი და მიკერძოებული გამოძიების შესახებ. სოზარ სუბარს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და სააკაშვილის მხრიდან ჰქონდა გარკვეულ აგრესიას ადგილი.

მნიშვნელოვანია სუბარის დაკითხვა, რადგან მას დეტალური ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა პროკურორმა.

სოზარ სუბარის დაკითხვა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს აქვს ბრალი წარდგენილი, დღევანდელ პროცესზე იგეგმება.