ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არის განსხვავებული პოზიციები - უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურად შეცვლის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, საჭიროა დისკუსიების გაგრძელება.
"კონკრეტულმა საქმემ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი საპროტესტო აქცია იყო პარლამენტის წინ. ბუნებრივია, რომ ამას პოლიტიკოსების გამოხმაურება, მათ შორის პრემიერისაც და ვიცე-პრემიერისაც მოჰყვა და ამაში არაბუნებრივი არაფერია. ამ საქმემ გააჩინა სერიოზული კითხვის ნიშნები და ეს ის შემთხვევაა, როცა გვჭირდება დამაჯერებელი პასუხი თუ რა მოხდა. მე როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ამ ინფორმაციას ველოდები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.