დემოკრატია ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ამას მემგონი ყველა ხვდება, მაგრამ ამ საქმეს, ამგვარ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს სჭირდება პასუხის გაცემა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე და არავის უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჩრდილი მიადგეს.
"გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც მერე შესაძლებელია საქართველოს მომავალში ან ჩრდილი მიაყენოს, ან რაიმე. დემოკრატია ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ამას მემგონი, ყველა ხვდება, მაგრამ ამ საქმეს, ამგვარ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს სჭირდება პასუხის გაცემა და ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს პასუხიც მალე გაეცემა",- განაცხადა დოლიძემ.