აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაოცება გამოხატა იმ ფაქტით, რომ „დემოკრატების“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხებაში ყველას ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„არაკეთილსინდისიერი ჰილარი ახლა ყველას ადანაშაულებს, გარდა თავის თავისა და უარს ამბობს აღიაროს, რომ ის საშინელი კანდიდატი იყო. ის „ფეისბუქს“ და ”დემოკრატებსაც” კი ადანაშაულებს წაგებაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
გუშინ ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აღიარებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებებზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა, მაინც მიიჩნევს, რომ არჩევნების წაგება მისი ბრალი არ იყო.
კლინტონმა რუსეთი აშშ-ში საარჩევნო პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა.