ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიურები,  შეიცვალა განათების სისტემა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის მცენარე.

სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები.