დემირელის კოლეჯის მენეჯერის თურქეთში ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული

დემირელის კოლეჯის მენეჯერის თურქეთში ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის თურქეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საექსტრადაციო განხილვები სასამართლოში.

"მიმდინარეობს საექსტრადაციო განხილვები სასამართლოში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება კანონის და სამართლიანობის ფარგლებში იქნება მიღებული",- განაცხადა შოთაძემ.