საგანგაშოა, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტთა დაცვის თვალსაზრისით. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კორძაიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
თამარ კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს კითხვებზე პასუხებს, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტის საზღვარზე გადაყვანა და რატომ ვერ დაიცვა ქართულმა სახელმწიფომ მუხთარლი.
“ძალზე საგანგაშო და სამწუხარო ფაქტი მოხდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძლევა პასუხს, თუ როგორ მოხდა ამ ადამიანის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანა. ფაქტობრივად, ჟურნალისტი მოიტაცეს ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც საკუთარი მოვალეობის შესრულების გამოა აზერბაიჯანის ციხეში. არ გვაქვს არანაირი პასუხები, რატომ ვერ დაიცვა ჩვენმა სახელმწიფომ ეს ადამიანი. არ გვაქვს პასუხი, როგორ მოხდა საზღვრის კვეთა”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.