შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.