ჩემს ძმასთან მღვდლების შესვლას მეუფე იაკობი პირდაპირ კრძალავს

ჩემს ძმასთან მღვდლების შესვლას მეუფე იაკობი პირდაპირ კრძალავს

ჩემს ძმასთან მღვდლების შესვლას მეუფე იაკობი პირდაპირ კრძალავს, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

„რამდენიმე მღვდელს სურდა მამა გიორგისთან შესვლა, რომ აღსარება მიეღო მამა გიორგისგან, ზიარება მიეცა მისთვის და კატეგორიულად იყო მეუფე იაკობისგან აკრძალვა. მე რამდენიმე მღვდელს შევხვდი თბილისში, ვთხოვე მამაოსთან შესულიყვნენ და მითხრეს, მე პირადად მაქვს სურვილი, რომ შევიდე მამა გიორგისთანო, მოვისმინო, ვაზიარო, მისგან გავიგო ეს ყველაფერი, მაგრამ კატეგორიულად არის აკრძალვა მეუფე იაკობისგანო“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, თორნიკე მამალაძე ვარაუდობს, რომ მამა გიორგის ოჯახის პატრიარქთან შესვლას ასევე მეუფე იაკობი ბლოკავს.