საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკუთარ ქვეყანაში იმყოფება

საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკუთარ ქვეყანაში იმყოფება

საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხტარლი ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „თურანს“ მისმა ადვოკატმა ნეიმატ ქერიმლიმ განუცხადა.

„აფგანმა დამირეკა და შემატყობინა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ განყოფილებაში იმყოფება და ახლა იქ მივემგზავრები“, - განმარტა ადვოკატმა.

მან მუხტარლის აზერბაიჯანში საიდუმლოდ გადაყვანას მოტაცება და საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა. მისი თქმით, საქართველოს მისი გადაცემის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, თუკი ადამიანს სამშობლოში დაპატიმრება ემუქრება, ის გადაცემას არ ექვემდებარება.