ეკა ბესელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას დაესწრო

ეკა ბესელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრა). შეხვედრაზე ორივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:

სასამართლო მედიაცია - პრაქტიკა, დღევანდელობა და განვითარების პერსპექტივები, მოსამართლის როლი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის კონტექსტში;

მტკიცების ტვირთის გადანაწილება, მხარეთა მტკიცების ტვირთი;

დაუშვებელი მტკიცებულებები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აუცილებელია მედიაციის კანონის მიღება და მასში ყველა მონაწილე მხარის კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, ეს კანონი მოახდენს სასამართლოს განტვირთვას, დაეხმარება ათასობით მოქალაქეს სასამართლოს გარეშე მიაღწიოს დავების სამართლიან გადაწყვეტას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ყველა მხარესთან, მათ შორის ადვოკატებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.

შეხვედრა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.