გიორგი ვოლსკი პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრებს შეხვდა

გიორგი ვოლსკი პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებით, ქართულ-პოლონური კომისია შეიქმნა, რომელიც ვარშავის და თბილისის უნივერსიტეტების ისტორიკოსებისგან და მეცნიერ-თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კომისიის წევრებთან შეხვედრა გამართა და რიგი საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

„ვარშავის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები არიან ის მხარეები, რომლებმაც ამ კომისიას თავის მეცნიერული პოტენციალი მიაწოდეს. საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებიდან ჩართული ისტორიკოსები ერთობლივად მუშაობენ, რათა 2021 წლისთვის, ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ფუნდამენტალური ნამუშევარი მოამზადონ. დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეული ორგანიზაციული საკითხები განვიხილეთ თუ სად და როგორ შეიძლება პარლამენტმა თავისი როლი შეასრულოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ კომისიას პატრონაჟს პოლონეთის პრეზიდენტი გაუწევს და ჩვენც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ პროცესში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.