მოქალაქე სერგო რატიანს:  ამ მგლებმა ცხვრის ტყავი რომ გადაიცვით, თქვენ ისევ ის ადამიანები ხართ, თქვენ ხართ ”ცოცხების პარტია”

მოქალაქე სერგო რატიანს: ამ მგლებმა ცხვრის ტყავი რომ გადაიცვით, თქვენ ისევ ის ადამიანები ხართ, თქვენ ხართ ”ცოცხების პარტია”

გლდანში, საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ,,ევროპულ საქართველოს" წევრს სერგო რატიანს „ცოცხების პარტია“ უწოდა. საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ კითხვები დასვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ის 26 მაისის მოვლენების მონაწილეა და მან ,,ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს მიმართა, რომ ოპოზიცია ამ დარბაზში მხოლოდ ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი იყო.

,,ამ მგლებმა ცხვრის ტყავი რომ გადაიცვით, თქვენ ისევ ის ადამიანები ხართ. თქვენ ხართ ცოცხების პარტია",- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დამსწრე საზოგადოების კითხვები მიწების საკითხს, ქორწინების განსაზღვრებას, მთავარი პროკურორის არჩევის წესს, პარლამენტის ადგილმდებარეობას შეეხო. ერთ-ერთმა მოქალაქემ მოუწოდა დეპუტატებს, რომ პარლამენტი თბილისში დააბრუნონ, რადგან ქვეყნის ბიუჯეტისთვის საკმაოდ რთულია ქუთაისში პარლამენტის ქონა და აქედან გამომდინარე, დეპუტატების ხარჯები. კითხვები შეეხო დასაქმების, სოციალურ პრობლემებს.

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გლდანში სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში მიმდინარეობს.