სავარაუდოდ, განიხილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი

სავარაუდოდ, განიხილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების შემდეგ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იყო მსჯელობა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოს ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, მათ შორის მაპ-ის საკითხზე.

„რა თქმა უნდა, მაპ-ი არის ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის. ეს არის აღიარებული ინსტრუმენტი, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების, მისი მზაობის გათვალისწინებით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის შესაძლოა მაპ-ი იყოს ნატო-ში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ბუნერივია, პოლიტიკურ წრეებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხლება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი“,- აღნიშნა თალაკვაძემ.