იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა. აღნიშნული განცხადება გეწაძემ რამდენიმე წუთის წინ საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჩინჩალაძეს ესაუბრა და ის კანდიდატურის წარდგენაზე თანახმაა.

თავის მხრივ, არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ის ასახელებს სააპელაციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, ვინც თავმჯდომარეობის კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ვისაც ამის სურვილი აქვს. ამასთან, ვახტანგ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარესთან გასაუბრება უნდა მოხდეს და შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი თანამდებობაზე გამწესების საკითხი.

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხის შესახებ საბჭოს წევრებს ჯერ კიდევ გასული კვირის ხუთშაბათს აცნობეს და მათ ჰქონდათ დრო პოზიციის შესაჯერებლად. მათივე თქმით, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ საბჭოს წევრებს მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან გაევლოთ საკითხები, გასაუბრების ვალდებულება კი საბჭოს კანონით არ აქვს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭო დღეს აირჩევს.