საფრანგეთში პუტინის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას

საფრანგეთში პუტინის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საფრანგეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, - განაცხადა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა რადიოსადგურ RTL-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მოხარული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინს საფრანგეთში მიიღებენ და მივიჩნევ, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებას პასუხობს“, - აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა.

მისივე თქმით, „რუსეთი დიდი ქვეყანაა იმის მიუხედავად მისაღებია თუ არა ვინმესთვის რუსეთში შიდა მოვლენების ასპექტები“.

„მთავარი ის არის, რომ საფრანგეთმა რუსთთან და აშშ-სთან უნდა ითანამშრომლოს ისლამურ რადიკალიზმთან ბრძოლის კუთხით. ეს დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშე საერთაშორისო საზოგადოება დგას“, - განაგრძო მარინ ლე პენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს თავის რუს კოლეგას ვერსალში შეხვდება. ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ვერსალში მდებარე დიდი ტრიანონის სასახლეს ეწვევიან, სადაც 1717 წელს პეტრე პირველის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებული გამოფენა გაიმართება.