ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა განვაცხადებთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას

ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა განვაცხადებთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას

ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა შევძლებთ განვაცხადოთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.

მისივე თქმით, ევროპულ სივრცეში დაბრუნების სურვილი საქართველომ ჯერ კიდევ 1991 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე გამოთქვა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლების მანძილზე გაწეულმა დაუღალავმა შრომამ და რეფორმებმა, ევროპელ კოლეგებთან თანმიმდევრულმა თანამშრომლობამ შედეგად მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.

„სიმბოლური დატვირთვის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის საქმიანი, პროფესიული და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, რის შედეგად ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდრატებს.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.

ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა შევძლებთ განვაცხადოთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.