ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად

ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად

ჩვენს პროგრესს აღიარებენ ალიანსის წევრები, რომლებმაც ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვიირკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა.

„შედეგად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და 15-მდე სხვა პროექტი. ამასთან ერთად, საქართველოში მუშაობს ნატოს 30-ზე მეტი ექსპერტი.

ჩვენს პროგრესს აღიარებენ ალიანსის წევრები, რომლებმაც ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად.

ამასთან ერთად, საქართველომ უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ ის არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელი ქვეყანაც.

როგორც ასპირანტი სახელმწიფო და პარტნიორი, საქართველო აგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო რჩება ავღანეთში, როგორც ნატო-ს მისიის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენი ასეული მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში“,- განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, საქართველო მიესალმება ნატო-ს გადაწყვეტილებას, მის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით, გააძლიეროს სამხედრო ყოფნა. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ალიანსს, რომ მზად ვართ, ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ ნატო-ს ძალისხმევაში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.