საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატო-ს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატო-ს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატო-ს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვიირკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ სესიის საქართველოში ჩატარება ეს არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის.

„კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირება. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე.

ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის მტკიცედ, ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის თავის რიგებში მიიღოს ევროპულ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს და ასევე მზად არიან, შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის “ღია კარის” პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება ნატოს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება”,- აღნიშნა პრემიერმა.