მისისიპის შტატში მამაკაცმა რვა ადამიანი დაცხრილა

მისისიპის შტატში მამაკაცმა რვა ადამიანი დაცხრილა

ამერიკის მისისიპის შტატში მამაკაცმა რვა ადამიანი დაცხრილა. დამნაშავე ამ დროისთის დაკავებულია. „ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაცით, დაღუპულთა შორის ადგილობრივი შერიფის მოადგილეც არის.

თავდამსხმელმა სამი სახლი შემოიარა - ორი ქალაქ ბრუქჰეივენში და ერთი - ბოგ-ჩიტოში. ამ დროისთვის უცნობია, იცნობდა თუ არა დაკავებული მამაკაცი გარდაცვლილებს.

„ბი-ბი-სი“ კი ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დამნაშავემ პოლიციას განუცხადა, რომ მომხდარის გამო წუხს და როგორც თავად აცხადებს, სიცოცხლეს არ იმსახურებს. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.