ნატოს საპარლამენტო ასამბლეა  აღიარებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისრეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს აღიარებს  , რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში;

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება  ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას.