ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესს

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესს

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის  მიხედვით, ასამბლეა იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის  საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს  მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტი წარდგენილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ და რეზოლუციას ასამბლეასავარაუდოდ ხვალ მიიღებს.