ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ნატო მაღალ შეფასებას აძლევს  საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს,   რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს;

სამუშაო დოკუმენტის მიხევით, ასამბლეა მხედველობაში იღებს, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად  და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.