ნატო ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას

ნატო ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისრეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატო ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება  2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის  დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა;
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ნატო  აღფრთოვანებულია  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით, ასევე მიესალმება  ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.