ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ბევრი ღირსეული კანდიდატია - რთულია პროგნოზის გაკეთება

ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ბევრი ღირსეული კანდიდატია - რთულია პროგნოზის გაკეთება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ბევრი ღირსეული კანდიდატია-რთულია პროგნოზის გაკეთება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლადო ჭანტურიამ განუცხადა, რომელიც ერთ- ერთია მათ შორის, ვისაც დღეს სპეციალური სამთავრობო კომისია გაესაუბრება.

"წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. ყველა კანდიდატი არის ღირსეული, გამოცდილი, კვალიფიციური. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება. მე ჩემი პროფესიით, საქმიანობით სასამართლოსთან ვარ დაკავშირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიკაცია საქართველოში იმ დროს მოხდა, როცა მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი. შემდეგ იყო უზენაეს სასამართლოში საქმიანობის დროს პრეცედენტული სამართლის დანერგვა", - აღნიშნა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.