სოლი ოზელი:  სანქციები საუკეთესო ვარიანტია, არავინ იომებს ყირიმის გამო

სოლი ოზელი: სანქციები საუკეთესო ვარიანტია, არავინ იომებს ყირიმის გამო

სანქციები საუკეთესო ვარიანტია არავინ იომებს ყირიმის გამო, - ამის შესახებ კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა სოლი ოზელიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თემაზე "გარდამავალ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე" მსჯელობენ.

აღნიშნული განცხადება ოზელიმ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კონტექსტში გააკეთა, რასაც აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის გამოხმაურება მოჰყვა.

კონოლის თქმით, იგივე შეიძლებოდა თქმულიყო ბალტიის ქვეყნებზე, როდესაც მათ მიეცათ თავისუფალი არჩევანის საშუალება. „აშშ არ აპირებს უკან დახევას უკრაინის საკითხზე",- აღნიშნა კონგრესმენმა.

სოლი ოზელიმ, თავის მხრივ, განმარტა, რომ მას არ უნდოდა ეთქვა, რომ შეერთებული შტატები უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, უბრალოდ მიიჩნევს, რომ შეზღუდულია დახმარების ფორმებში.