ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატო აღფრთოვანებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატო აღფრთოვანებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატო აღფრთოვანებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, - ამის შესახებ ჟურნლისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის.

"მასში პირდაპირ აღნიშნულია, რომ ნატო აღფრთოვანებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოეწოდოს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, რათა გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სწრაფვის მხარდასაჭერად და მაპ-ი. ასევე, დაგმობილია რუსეთის ქმედებები და არის პირდაპირი მოწოდება, რომ რუსეთმა უკან წაიღოს აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. რეზოლუციაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა",- განაცხადა სესიაშვილმა.