მიხეილ სააკაშვილსა და ცოტნე ანანიძეს შორის თვითმფრინავით მგზავრობისას ინციდენტი მოხდა

მიხეილ სააკაშვილსა და ცოტნე ანანიძეს შორის თვითმფრინავით მგზავრობისას ინციდენტი მოხდა

ოდესაში, თვითმფრინავით მგზავრობისას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ვიდეო მასალა თავად ანანიძემ "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

როგორც ცოტნე ანანიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან 2011 წლის 26 მაისს მოვლენები, ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ციხეში განვითარებული მოვლენები შეახსენა.