ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით იუსტიციის სამინისტროში გასაუბრებები მიმდინარეობს. 12 კანდიდატს სპეციალური სამთავრობო კომისია მოუსმენს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატები არიან: თამარ ალანია, სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, ლუიზა ხითარიშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ერიკ სვანიძე, ლევან მესხორაძე, ლადო ჭანტურია, თამარ გაბისონია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კვირიკაშვილი და ქეთევან მესხიშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს − ირაკლი ადეიშვილს, კოსტანტინე კორკელიას, ნინო ბაქაქურს, თამარ ალექსიძეს, ბესარიონ ბოხაშვილს, რუსუდან კემულარიას, ნატალია გელაძეს, დავით ჯანდიერს, ვერა დობორჯგინიძეს, ირაკლი დონდოლაძეს და ნიკოლოზ ლეგაშვილს, მათთან გასაუბრება 27 მაისს შედგა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთ კანდიდატთან, გიორგი პაპუაშვილთან, გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.