პატრიარქი დღეს ღვთისმშობლის ხატებს სნოში დახვდება

პატრიარქი დღეს ღვთისმშობლის ხატებს სნოში დახვდება

დღეიდან საქართველოს რეგიონებში მოსალოცად აწყურისა და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები იმოგზაურებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოება „ივერიისას“ წარმომადგენელმა, დიაკვანმა ზაქარია გათენაძემ გაუცხადა.

მისივე თქმით, ღვთისმშობლის ხატები დღეიდან საქართველოს ყველა რაიონში ჩაბრძანდება და თითო კვირის განმავლობაში მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

„პირველად ხატები მოგზაურობას სტეფანწმინდის რაიონიდან იწყებენ. ამ მიზნით, 28 მაისს, 09:00 საათიდან, აწყურისა და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს სამების საკათედრო ტაძრიდან სტეფანწმინდის რაიონში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, ასევე სნოში ჩავაბრძანებთ. 29 მაისიდან კი, სტეფანწმინდაში, ტაძარში იქნება დაბრძანებული და რაიონის სხვადასხვა ტაძრების მრევლს მოლოცვის შესაძლებლობა მიეცემათ. ხატებს დღეს სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დახვდება“, - განაცხადა დიაკონმა ზაქარიამ.