ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილე დელეგაციების წევრებმა, სოფელ ოძისში ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და  მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

„2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებსაც გადაადგილებისა და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით" - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟულიო მირანდა ქალემ.         

დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიმ, მუშაობა გუშინ დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება.

29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.