მიხეილ ყაველაშვილი მრავალპროფილური სარაგბო კომპლექსის გახსნას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი მრავალპროფილური სარაგბო კომპლექსის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  პარლამენტის წევრებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ზაზა გაბუნიასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მრავალპროფილური სარაგბო კომპლექსის გაიხსნას დაესწრო.

„მნიშვნელოვანია ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხოციელება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მე, როგორც ყოფილი სპორტსმენი, გახარებული ვარ, რომ ესეთი შესანიშნავი სპორტული კომპლექსი შეემატა ჩვენს ქალაქს. უღრმესი მადლობა ქალაქის მერს და ყველა იმ ადამიანს , ვინც  აღნიშნული პროექტის წარმატებულად განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა,"-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მრავალპროფილური სარაგბო კომპლექსის გახსნას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

კომპლექსი, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით და გლდანის გამგეობის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა, საერთაშოროსო ახალგაზრდული მსოფლიო თასის Y20 გუნდებს უმასპინძლებს.  აღნიშნულ ბაზაზეჩემპიონატისთვის წვრთნებს ავსტრალიის სარაგბო ნაკრები გადის.

მუხიანი-გლდანის ბავშვთა სარაგბო სკოლაში დავით ცხვედიანის თაოსნობოთ 600 ზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.