მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რა გამოწვევები და რა გეგმები აქვს საქართველოს

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რა გამოწვევები და რა გეგმები აქვს საქართველოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რა გამოწვევები და რა გეგმები აქვს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლელების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც კახა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ამოცანაა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე არასამთავრობო წრეების წარმომადგენლების პოზიცია გააცნოს.

„გავაცნობ პოზიცია იმაზე, თუ რა სახის რეფორმები მიმდინარეობს, როგორია საქართველოს მდგრადობა, გამძლეობა, ეკონომიკური სტაბილურობა. რამდენად ახერხებს საქართველო ინტეგრირებას საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემებსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში, რა გამოწვევები აქვს და როგორი პერსპექტივები ისახება ეკონომიკური განვითარების. აქცენტს გავაკეთებ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, ანუ საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხები და ამ სივრცის შესაძლებლობების გამოყენება, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა გაიზარდოს და მთლიანობაში საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრირების საკითხები“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ში ინგეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებმა, რომლებმაც მხარი უნდა დაგვიჭირონ და ხელი უნდა შეგვიწყონ, ზუსტად იცოდნენ, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს, რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს ამ გამოწვევების დაძლევას.