ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს

საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საუბარი იყო 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე.

„საუბარი იყო, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია იყო არა რაღაც ანომალია, არამედ რაღაც დიდი პრობლემის ნაწილი, რომელიც მდგომარეობს რუსეთის მიდგომაში მეზობლების მიმართ და მის სურვილში უკან დაატრიალოს ცივი ომის შედეგები. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს, იქნება ეს საქართველოში, უკრაინაში თუ ბალტიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ საქართველოს, რომ არ მოხდეს საქართველოს შიგნით, პრორუსული ძალების გაძლიერება და არ მოხდეს ჩვენი საზოგადოებრივი აზრის, კონსესუნსის შესუსტება და შერყევა, რასაც ასე დაჟინებით ცდილობენ პრორუსული ძალები“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.