პრემიერ-მინისტრი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა

პრემიერ-მინისტრი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ მოსახლეობას გაესაუბრა.

მოქალაქეების ნაწილმა პრემიერ-მინისტრს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა მოქალაქე იზოლდა ძნელაძემ განუცხადა, მან პრემიერ-მინისტრს შეხვედრა სთხოვა და გიორგი კვირიკაშვილისგან დაპირება მიიღო, რომ შეხვდება.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრთან ერთად სურათებიც გადაიღეს.