გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა

გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე პარტიის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

ღონისძიებას პარტიის წევრებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ.

“მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის. გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ქართველი ჯარისკაცები არ აფრიალებენ ამაყად საქართველოს დროშას, არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს დაამკვიდრა საქართველოს ხელისუფლებამ. მინდა მივულოცო ყველა ჯარისკაცს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამშობლოს წინაშე იხდის ვალს, მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოკეტილი ჰყავს ივანიშვილს რეჟიმს ციხეში, მათ შორის გულმხურვალე პატრიოტები. ერთი რამ მინდა ვთქვა, იდეისთვის და თავისუფლებისთვის ნამდვილად ღირს თავგანწირვა“, - განაცხადა პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

თავის მხრივ, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი, ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა კობა გორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დამოუკიდებლობის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა და განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღლუმი არ ტარდება.