საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა

საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა

დღევანდელი დღე ჩვენი სახელმწიფოს დაბადების დღე და ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაულია, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, რომელმაც მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

,,საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ თავისუფლებას. ჩვენი ვალდებულებაა ავაშენოთ ძლიერი, დაცული, უსაფრთხო, ევროპული ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი დაფასება იმ ღვაწლის, რომელიც ჩვენს წინაპრებს აქვთ შეტანილი საუკუნეების მანძილზე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში",- განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი დღე ჩვენი სახელმწიფოს დაბადების დღე და ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაულია.