ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის

ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის

ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რომელია ის კრიტიკული სფეროები, სადაც საქართველომ გაუმჯობესებას უნდა მიაღწიოს.

ალის თქმით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ყოველთვის არის მეტის გაკეთების საშუალება.

„საქართველომ მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. შეიძლება კიდევ რაიმე არის, რაც შეიძლება გაკეთდეს. თქვენ მართლაც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებთ სასამართლო სისტემის და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რა გაკეთდება. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ საქართველოს, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ამ პროცესებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჩვენი დასკვნა არის, რომ საქართველო ნამდვილად სწორი, პოზიტიური გზით მიდის. ასევე, ვიცით, რომ თქვენ აბსოლუტურად პატივს სცემთ და იზიარებთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა პაოლო ალიმ.