ჩვენც შეგვიძლია ნატო-ს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა

ჩვენც შეგვიძლია ნატო-ს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა

ჩვენც შეგვიძლია ნატო-ს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო - საქართველოში, - ეს ჩვენი მეგობრის ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში. მე მივესალმები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატო-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით მივესალმები ნატო-ს საპარლამენტო სამბლეის ვიზიტს საქართველოში და წარმატებებს ვუს