ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია კარგი საშუალებაა, გამოვხატოთ მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია კარგი საშუალებაა, გამოვხატოთ მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია არის ძალიან კარგი გზა და საშუალება, ასამბლეამ გამოხატოს თავისი მჭიდრო და მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმა პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, იშვიათად ხდება, როდესაც არაწევრ ქვეყნებში იმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია.

”მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სესია საქართველოში იმართება. ეს არის ძალიან კარგი გზა და საშუალებაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატოს თავისი მჭიდრო და მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, - განაცხადა დევიდ ჰობსმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულია 49-კაციანი დელეგაცია და სამი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან მაღალი დონის, მნიშვნელოვანი შეხვედრები.