საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება

ქუთაისში დამოუკიდებლობის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება. 
საზეიმო ღონისძიებებს ქუთაისის მერიასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროც გეგმავს. ამ უწყების გაწეული მუშაობის და მიღწევების შესახებ გამოფენა დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა. 

ქუთაისში მთელი დღის მანძილზე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ავტორალი, ყვავილების ფესტივალი და სპორტული სანახაობა. დღის ბოლოს ქუთაისის ისტორიულ უბანში ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.