იენს სტოლტენბერგი:   ნატო-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია

იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია

ნატო-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 11 სექტემბრისა და ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მემორიალის გახსნისას.

„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ასობით ათასი ევროპელი და კანადელი ჯარისკაცი ერთად იბრძოდა ამერიკულ ჯარებთან ავღანეთში, რათა ავღანეთი კვლავ არ გამხდარიყო საერთაშორისო ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი. ჩვენი სოლიდარობის მეშვეობით ჩვენი ხალხი უსაფრთხოდაა. როდესაც ჩვენი ღია და თავისუფალი საზოგადოებები თავდასხმის ობიექტები ხდებიან, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ჩვენი ცხოვრების წესს. ამიტომაც, ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის და კარგია ჩრდილოეთ ამერიკისთვის. 11 სექტემბრისა და ნატო-ს მე-5 მუხლის მემორიალი ყოველდღიურად შეგვახსენებს ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შესახებ. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ საერთო ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას.