დონალდ ტრამპის მონაწილეობით ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნისას უხერხული ინციდენტი მოხდა

დონალდ ტრამპის მონაწილეობით ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნისას უხერხული ინციდენტი მოხდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელგიაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ეპიცენტრში უხერხული ინციდენტის გამო.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიაზე ამერიკის პრეზიდენტმა საკმაოდ უხეშად გაწია გვერდით მონტენეგროს პრემიერმინისტრი მილო ჯუკანოვიჩი იმისთვის, რომ ყველა ლიდერის წინ აღმოჩენილიყო და ნატოს გენერალური მდივნის გვერდით დამდგარიყო.

ჯუკანოვიჩმა მომხდარი ღიმილით აღიქვა. თუმცა, დონალდ ტრამპს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

მონტენეგრო 2017 წლის 5 ივნისს ნატოს ოფიციალური, 29-ე წევრი ხდება.