ზაზა გაბუნია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემქაზე მოსწავლეთა ღონისძიებას დაესწრო

ზაზა გაბუნია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემქაზე მოსწავლეთა ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის წევრი, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია თემქაზე, 154-ე საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში მე-9 და მე -10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქვეყნის საპარლამენტო ისტორიასთან დაკავშირებით.

„დღეს მოვისმინე უნიჭიერესი ბავშვების მოხსენებები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე მოწმობს იმას, რომ საქართველოს ძალიან კარგი ახალი თაობა ეზრდება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ის დაფინანსებით სამი წელია ხორციელდება რაშიც აქტიურად არიან ჩართულები 154-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.