ირაკლი კობახიძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

ირაკლი კობახიძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საგაზაფხულო სესიას 26-29 მაისს საქართველო უმასპინძლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ მხოლოდ ოთხ ქვეყანაში გაიმართა და დღეს ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა არის ნატოს წევრი, შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და მას ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუმასპინძლებთ", - განაცხადა ირაკლი კობ