გენერალური აუდიტორის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივაა, გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა

გენერალური აუდიტორის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივაა, გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის მომავალ კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ნარმანიას შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

“გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვქონია რაიმე ფართო კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება, კანდიდატთან დაკავშირებით ალბათ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ამის შემდეგ გახდება ინფორმაცია ცნობილი ფართო საზოგადეობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.