გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ახლა მთავარია დავარწმუნოთ წევრები, რომ დროა, ალიანსში მიიწვიონ

გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ახლა მთავარია დავარწმუნოთ წევრები, რომ დროა, ალიანსში მიიწვიონ

ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განუცხადა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვა შეაფასა.

„ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას შეუერთდეს ნატო-ს. თუ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ“, - დასძინა უილიამ ლაჰიუმ.