საქართველომ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

საქართველომ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

საქართველომ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ყველას წინასწარ მიულოცა. „ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყვება, ძალიან თანმიმდევრულად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ღირსეული წევრი ცივილიზებული მსოფლიოსი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ დღეს ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.