კახა კალაძე დღეს ხანდოს ხეობაში მოსახლეობას შეხვდება

კახა კალაძე დღეს ხანდოს ხეობაში მოსახლეობას შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ხანდოს ხეობაში ჩავა. როგორც ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა, დღეს ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აწუხებთ, გასცემს პასუხებს.

“ხანდოს ხეობასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებული ვიყავით და ჩამოგვყავს გერმანული კომპანია, ვინც დააპროექტა კონკრეტული გადამცემი ხაზები, დღეს გვექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აწუხებთ, ეს იქნება მისასვლელი გზები თუ გეოლოგიური კვლევები, პასუხები იქნება გაცემული.

მოსახლეობის თქმით, სამი რთული წერტილია, შესაბამისად იქ სამუშაოები შეჩერებული გვაქვს, ხოლო დანარჩენ ადგილებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პროექტი, რომელიც ხორციელდება, იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გაკეთებული”, - განაცხადა კახა კალაძემ. ხანდოს ხეობის მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს.