სამართალდამცავებმა მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია მანჩესტერის პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს დილით ვიტინგტონის უბანში ჩხრეკა ჩავატარეთ, შედეგად ერთი ეჭვმიტანი მამაკაცია დაკავებული. ასევე, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მამაკაცი დავაკავეთ”, - წერია პოლიციის განცხადებაში.

მანჩესტერის პოლიციამ აღნიშნა, რომ ასევე, გამოძიების ფარგლებში დაკავებული ეჭმიტანილი ქალი ბრალდების წაყენების გარეშე გაუშვეს.

შესაბამისად, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამოძიების შედეგად ამ დროისთვის სულ რვა ეჭვმიტანილი პირია დაკავებული.

22 მაისს, მანჩესტერში, სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 22 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაზარდეს.